PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის აპრილში,იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა.
კერძოდ, ასეთი ადამიანების რაოდენობა აპრილში 3.1%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ასევე, დოკუმენტში წერია, რომ 2025 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0- დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 12.9%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი კი 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის აპრილში, ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…